ახალი ამბები

ანონსი – 29 ნოემბერი

28 ნოემბერი, 2017 • 1562
ანონსი – 29 ნოემბერი

გთავაზობთ ხვალ , 29 ნოემბერს, დაგეგმილ ღონისძიებათა ანონსს :


 29 ნოემბერს 10:00 სთ-ზედედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება
მის:თბილისის მერია(ჟ.შარტავას N7)


 29 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება(გაშუქების მსურველი მედიასაშუალებების წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციაში უნდა გამოცხადდნენ არაუგვიანეს 10:00 საათისა).


11:15 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოლდოველ კოლეგას პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს, რის შემდეგაც, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართება.


29 ნოემბერს, 11: 30 სთ-ზე – პარლამენტის ბიუროს სხდომა
ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი


 29 ნოემბერს,  12 : 00 სთ-ზე – საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა
ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი


 29 ნოემბერს, 12:00 სთ- ზე – „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“  ადამიანის უფლებათა სახლში (ქანთარიას 11ა)  გამართავს პრესკონფერენციას საპატრულო პოლიციის მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის  შესახებ.


29 ნოემბერს 12:00  „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში კალათბურთის ფედერაციის  ყოფილი ვიცე პრეზიდენტი კახა შენგელია და იურისტი დათო ალავიძე გამართავს პრესკონფერენციას.  თემა: კალათბურთის ფედერაციის მიერ გაფორმებული ბასკონიის ხელშელშეკრულება.


12:30 საათზე, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ (ბრიფინგის გაშუქების მსურველი მედიასაშუალებების წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციაში უნდა გამოცხადდნენ არაუგვიანეს 11:30 საათისა).


29 ნოემბერს, 14:00 საათზე, ზუგდიდში, ცენტრალურ სკვერში გაიმართება ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერებისაკენ მიმართული კამპანიის რეგიონალური წარდგენა.  ღონისძიებას გახსნიან კამპანიის კეთილი ნების ელჩები მსახიობები დუტა სხირტლაძე და ნატა ბერეჟიანი, ასევე გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში გაეროს  ერთობლივი პროგრამის კომუნიკაციების ხელმძღვანელი, მაგდა ნოვაკოვსკა.


29 ნოემბერს, 15 :00 სთ-ზე  –  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა.
ქუთაისი, დარბაზი N307


29 ნოემბერს, 16:30 საათზე, აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, თიბისი ბანკი ევროპის საინვესტიციო ბანკთან  ხელს მოაწერს 94 მილიონი ევროს ოდენობის საგარანტიო ხელშეკრულებებს. ხელმოწერის ცერემონიას დაესწრებიან: თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვაზილ ჰუდაკი. მისამართი: სასტუმრო ბილტმორი, რუსთაველის #29


29 ნოემბერს, 18.00  საათზე გაიმართება ფილოსოფოს გიორგი მაისურაძის საჯარო ლექცია, სახელწოდებით:
“უკანასკნელები იქნებიან პირველები”- ერთი ადრექრისტიანული ოცნება და ისტორიული კანონზომიერებები. მისამართი: ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, მ. ალექსიძის II შესახვევი N3.


29 ნოემბერს, 19:00 საათზე კატო მიქელაძის სახელობის პრემიის დაჯილდოების რიგით მეხუთე ცერემონიალი გაიმართება  გარდენ ჰოლში (ილიას ბაღი, აღმაშენებლის ქ. 73)


29 ნოემბერს, 19:00 საათზე, გაიმართება ორგანიზაცია „ინიციატივა საჯარო სივრცისათვის“ ანგარიშის პრეზენტაცია და საჯარო დისკუსია „საჯარო ინტერესი თბილისის ურბანულ პოლიტიკაში“. პრეზენტაცია გაიმართება კლუბში „ფრონტლაინი“, მისამართი: ლ. ასათიანის 62.


 

მასალების გადაბეჭდვის წესი