როგორც “ნეტგაზეთს” უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს, რუსუდან კერვალიშვილისა და მაია რჩეულიშვილისთვის პროკურატურა გირაოს შეფარდებას ითხოვს, გირაოს რაოდენობად თითოეულისთვის ერთი მილიონი ლარია განსაზღვრული. პროკურატურამ კომპანია “დექსუსის” დამფუძნებლის ივანე ცაგურიასთვის კი წინასწარი პატიმრობის შეფარდება მოითხვა.

 

სასამართლო პროცესი დღეს, 13 ივლისს, 4 საათზე გაიმართება.

 

შეგახსენებთ, რომ თბილისის პროკურატურამ “ცენტრ პოინტის” და “დექსუსის” დამფუძნებლებს თაღლითობის და მითვისების მუხლით ბრალდება წაუყენა.

 

გამოძიების ცნობით, ამხანაგობა “თაბუკაშვილი 88”-ის წევრების მიერ შეტანილი დიდი ოდენობით თანხების უკანონო დასაკუთრებაში იმხილებიან “ცენტრ პოინტის” დამფუძნებელი და 50% წილის მფლობელები- რუსუდან კერვალიშვილი და მაია რჩეულიშვილი, ასევე, ივანე ცაგურია – კომპანია “დექსუსის” დამფუძნებელი და 33% წილის მფლობელი.

 

გუშინ, 12 ივლისს პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა რუსუდან კერვალიშვილმა სასამართოსგან  აღმკვეთ ღონისძიებად მის მიმართ პატიმრობის გამოიყენება მოითხოვა. ამის შესახებ რუსუდან კერვალიშვილმა პრაიმ–ტაიმის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

 

“იმ დროს, როდესაც ბრალდება წარგვიდგინეს, მორალურად და ფსიქოლოგიურად  მზად არ ვიყავი, რომ ბრალდებას გავცნობოდი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვიზიარებ ბრალდებაში წარმოდგენილ მთელ პათოსს და არა მარტო ვიზიარებ, მოვითხოვ, რომ ჩემ მიმართ შეფარდებული იყოს აღკვეთის ღონისძიება -პატიმრობა. რათა დაკმაყოფილებული იყოს მოსახლეობის შესაბამისი ინტერესი და დაზარალებული მოსახლეობის მოთხოვნები. მიუხედავად იმისა, რომ მე კომპანიის მართვაში არ ვმონაწილეობდი 7 წლის განმავლობაში იმის გამო, რომ ვიყავი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. ჩემთვის ცნობილი იყო ყველაფერი, რაც კომპანიაში ხდებოდა, ბრალდების წარდგენის დროს შემექმნა შთაბეჭდილება, რომ კონკრეტულად ბრალდების წარდგენის მომენტი იყო სხვა სიტუაციის გადაფარვის მცდელობა” – განაცხადა რუსუსდან კერვალიშვილმა.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *