აღნიშნული კანონპროექტი 52 ხმით 23-ის წინააღმდეგ ჩავარდა, რადგან კვორუმისთვის საჭირო 54 ხმა იყო.
კანონპროექტის მიხედვით, ზუსტდება ოჯახური წარმოებისა და ოჯახური წარმოების სუბიექტის ცნებები. სახელმწიფო, ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლი გავრცელდება, როგორც ბიზნესოპერატორის, ასევე, ოჯახური წარმოების სუბიექტის მიმართ.
კანონპროექტითვე განისაზღვრება ცხოველის დაკვლის პროცესზე ზედამხედველობისა და შეთანხმების პროცედურა საოჯახო წარმოების სუბიექტებსა და ვეტერინარულ სანიტარს შორის.
