ახალი ამბები

ივანიშვილი: ჩანს დიდი რაოდენობის კაპიტალი, რომელიც შეიძლება შემოვიდეს

12 ივლისი, 2013 • • 1244
ივანიშვილი: ჩანს დიდი რაოდენობის კაპიტალი, რომელიც შეიძლება შემოვიდეს

ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა კომენტარი ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციის დასრულებისას გააკეთა. 

 

“თანაინვესტირების ფონდში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა დროდადრო იცვლება. დაზუსტებული არ არის სია. ის შეიძლება გაიზარდოს. მე გაცხადების დროს გავაკეთე სამ მილიარდზე მეტი მინიშნება. დღეის მონაცემებით, ფონდის კაპიტალმა  5 მილიარდს გადააჭარბა და 7 მილიარდზეა. რაღაც დროს 10 მილიარდზე იყო ასული. არის შეკითხვები, მიდის პროცესები. მიჰყვება პოლემიკა. არის პროექტები, რომელზეც კითხვები ისმება.”

 

რაც შეეხება “თანაინვესტირების ფონდში” კაპიტალის ჩადების მსურველებს, ბიძინა ივანიშვილის განცახდებით, არაბულ კომპანიებზეც არის საუბარი: “პატარკაციშვილის ოჯახზეც არის საუბარი. მაგრამ არ ვიცი, საბოოლოდ ვინ დარჩება. მოხდება დაფუძნება უახლოეს დროს. ტექნიკური მიზეზებია, რაც აფერხებს ამ პროცესს. ეს იქნება ერთჯერადი აქცია. შეიძლება ფონდის კაპიტალი 7 მილიარდი დარეგისტრირდეს და წლის ბოლომდე 10 მილიარდზე ავიდეს. ” 

 

პრემიერის განცხადებით, ამ მიმართულებით გაწეული საქმინობით კმაყოფილია:”ამ მიმართულებით ძალიან კარგად ვიმუშავეთ. ჩემი პირადი აქტიურობა იყო ძალაინ დიდი და ჩემი პირადი ნაცნობობაც. ძალიან დიდ დროს ვუთმობდი ამას. დღეს თითქმის აღარ ჩანს პრობლემა, რომ საქართველოში იქნება ინვესტიციები. ჩანს დიდი რაოდენობის კაპიტალი, რომელიც შეიძლება შემოვიდეს. ახლა მომავალში დავუთმობ მეტ დროს პროექტებს, რომელშიც შეიძლება წავიდეს ეს ინვესტიციები.”  

მასალების გადაბეჭდვის წესი