“უკიდურესად პოზიტიურად გვხვდებიან არა მხოლოდ მთავარობაში, არამედ ხალხის დონეზეც, სხვადასხვა აუდიტორიებში, ახალგაზრდობაში განსაკუთრებით. საქართველოს აქვს ძალიან მყარი დადებითი რეპუტაცია. ჩვენ ამას კი არ უნდა ვებრძოლოთ… ხუმრობით რომ ვთქვა, საქართველოს მთავარობამ სასწრაფოდ უნდა გამოაგზავნოს აქ დელეგაცია იმიტომ, რომ მოლდოვის მთავრობა და ხალხი, ისევე როგორც უკრაინის მთავარობა და ხალხი, სადაც ასევე ვიყავი ცოტა ხნის წინ, სხვა ქვეყნების მთავარობა და ხალხიც ისევ სუცრუეში აგრძელებს ცხოვრებას. ისევ ჰგონიათ, რომ საქართველო სააკაშვილის მთავრობის დროს იყო ძალიან წარმატებული და პოზიტიური ქვეყანა და მათთვის მისაბაძი მაგალითი. სასწრაფოდ დელეგაციაა აქ გამოსაგზავნი ამ სიცრუის აღმოსაფხვრელად. ეს ხუმრობით, და სიმართლეს თუ ვილაპარაკებთ, საქართველოს რეპუტაციას უნდა გაფრთხილება და არა გალანძღვა და მიწასთან გასწორება. [რეპუტაციას] უნდა გაზრდა გაუმჯობესება და საქართველო შეინარჩუნებს თავის ლიდერის პოზიციებს მინიმუმ ამ პოსტ–საბჭოთა სივრცეში”, – განაცხადა მან.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოლდოვაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილი მოლდოვას პარლამენტის თავჯდომარეს იგორ კორმანს შეხვდა. საუბარი ქვეყნის მართვის პროცესში საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის მნიშვნელობასა და ევროპულ კანონებთან ჰარმონიზაციის აუცილებლობას შეეხო. იგი მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტს ნიკოლაი ტიმოფტის შეხვდა. საუბრის მთავარი თემა მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი და ვილნიუსში დაგეგმილი სამიტის სამზადისი იყო. მიხეილ სააკაშვილი მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს იური ლენაკასაც შეხვდა.
