გიორგი თარგამაძე დარწმუნებულია, რომ ნებისმიერ კანდიდატს გაუწევს ღირსეულ კონკურენციას. იგი ფიქრობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტურის დანიშვნა გახდება საჭირო, რადგან პირველ ტურში ხმების საჭირო რაოდენობის დაგროვებას ვერც ერთი კანდიდატი ვერ შეძლებს.
“საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ეს არის გარკვეული პრაიმერიზი ანუ გამოცდა, საკუთარი მხარდაჭერის, შესაძლებლობების გაზომვა არჩევნების მეშვეობით, და ხალხმა განსაზღვროს, თუ ვინ უნდა იყოს მეორე ტურში წარმოდგენილი საპრეზიდენტო არჩევნებში. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი ღირებულებები, როგორც არის ქრისტიანული დემოკრატია, აღმოჩნდება ერთ–ერთი მთავარი მოტივატორი ჩვენს გუნდსა და ჩემს კანდიდატურასთან ერთად, რათა სწორედ ქართველი ქრისტიან–დემოკრატების წარმომადგენელი იყოს წარმოდგენილი არჩევნების მეორე ტურში”, – განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ამა წლის 27 ოქტომბერს ჩატარდება. არჩევნებში კენჭს იყრიან გიორგი მარგველაშვილი, ნინო ბურჯანაძე, შალვა ნათელაშვილი, ნესტან კირთაძე. ნაციონალური მოძრაობა კანდიდატს შიდა არჩევნების მეშვეობით გამოავლენს. გარდა ამისა, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ცესკოს განცხადებით მიმართეს შემდეგმა კანდიდატებმა: ტარიელ ხვედელიძე, გიორგი გახოკია, მამუკა ჭოხონელიძე, ნიკოლოზ გორგიჯანიძე და მიხეილ (გელა) სალუაშვილი.

