ახალი ამბები

კუბლაშვილი: მოსამართლის დამოუკიდებლობა ვერავინ ვერ უნდა შებღალოს

12 ივლისი, 2013 • • 1093
კუბლაშვილი: მოსამართლის დამოუკიდებლობა ვერავინ ვერ უნდა შებღალოს

ამ საკითხზე კომენტარი კუბლაშვილმა ბათუმის “შერატონში” პრემიერ–მინიტრ ბიძინა ივანიშვილთან სეხვედრის შემდეგ გააკეთა: 

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ორგანოებმა იმუშაონ კვალიფიციურად. იმისათვის, რომ სასამართლოში როცა მოდის საქმეები, მოსამართლემ ობიექტურად განიხილოს, თანაც ისე, რომ სახელმწიფო ორგანოების წარმოდგენილი პოზიციები იყოს მყარი. ჩვენ ამისათვის გვინდა, რომ ისინი მოვიწვიოთ და სასამართლო პრაქტიკა ახლოს გავაცნოთ.” 

 

კუბლაშვილის თქმით, სახელმწიფო მოხელეების მოწვევა მოხდება სხვადასხვა ფორტმატში: “რა თქმა უნდა, ჩვენ სასამართლოსთან თანამშრომლობის ჯგუფი გვაქვს. იმ ფორმატში შეგვიძლია მოვიწვიოთ და გვაქვს ამის შეთავაზებები სისხლის სამართლის მიმართულებით, ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით, იგივე ფინანსთა სამინისტროსთან ან ჯანდაცვის სამინისტროსთან, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ეხლა სიტუაცია, როდესაც ეს სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები, დაახლოებით 70 % საქმეებისას აგებენ. ეს ძალიან კარგია, ეს აჩვენებს, რომ სასამართლო მართლაც დამოუკიდებლად იხილავს საქმეებს, მაგრამ ცუდია თავად სახელმწიფოსათვის. იმიტომ, რომ საელმწიფო უნდა იყოს მყარად, კვალიფიციურად და წარმოადგინონ თავისი პოზიციები კვალიფიციურად. ამ შემთხვევაში, ერთი მხრივ, მოსამართლეც დაცულია, იმიტომ, რომ სახელმწიფო კვალიფიციურად მუშაობს და სახელმწიფო მიიღებს ობიექტურად გადაწყვეტილებას, რაც ყველასათვის და ამ ქვეყნის განვითარებისათვის იქნება მნიშვნელოვანი.”

 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, ამ მიმართულებით შეიძლება სამუშაო ჯგუფი შეიქმნას:”ტრენინგები შეიძლება ჩატარდეს, ჩვენ შევთავაზეთ პროკურატურას, სხვებსაც, ყველას შევთავაზებთ, ჩვენ თვითონ მოსამართლეებმა შეიძლება ჩაატარონ ტრენინგები იმისათვის, რომ ახლოს გავაცნოთ ეს ყველაფერი სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს. ადვოკატებისთვის ცალკე გვაქვს ესეთი ტრენინგები დაგეგმილი, რომ დონე, კვალიფიკაცია მართლმსაჯულების სისტემაში შემავალი თითოეული მონაწილე სუბიექტის იყოს ძალიან მაღალი. იმიტომ, რომ ეს, თავის მხრივ, სასამართლოს გადაწყვეტილებების მაღალ დონეს გულისხმობს და მაღალ კვალიფიკაციას ნიშნავს. ამიტომ ჩვენი მიზანია, ერთი მხრივ, გარანტია იმისა, რომ არავითარი ზეწოლა არ მოხდება სასამართლოზე. ეს ბატონმა პრემიერმა არაერთხელ აღნიშნა, ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისათვის მეორე მხრივ, თავად მოსამართლეები უნდა დაგნენ იმ სიმაღლეზე, რომ ვერასოდეს მათი დამოუკიდებლობა ვერავინ ვეღარ შებღალოს და ვერავინ ჩაერიოს მათ საქმიანობაში. ამ მიზანს ჩვენ, დარწმუნებული ვარ, რომ მივაღწევთ, იმიტომ, რომ პრემიერ–მინისტრის განცხადებით მთავრობას სწორედ ეს პოზიცია აქვს. ჩენ უნდა წავიდეთ წინ, რასაც ჰქვია ევროკავშირი, ევროპული სტანდარტები.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი