ახალი ამბები

ვახტანგ გომელაური: არის ეჭვი, რომ სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი დაღუპული ახმედ ჩატაევია

26 ნოემბერი, 2017 • 5091
ვახტანგ გომელაური: არის ეჭვი, რომ სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი დაღუპული ახმედ ჩატაევია

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ  გომელაურმა განაცხადა, რომ 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს ახმედ ჩატაევის დაღუპვის თაობაზე არსებობს ეჭვი, თუმცა ჯერ ვერ ადასტურებს.

“ეჭვი არის, რომ ეს ადამიანი შეიძლება იყოს, თუმცა დადასტურებით ექპერტიზის შემდეგ, როდესაც გაკეთდება დნმ-ის ანალიზი, გვექნება ზუსტი პასუხი, ეს ჩატაევი იყო, თუ არ იყო. ჯერ წინასწარ ვერ ვიტყვი, იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარეობს გამოძიება, რთულია საფრთხეებზე [საუბარი]. თუმცა იყო ოპერატიული ინფორმაცია, რომ მასშტაბური ღონისძიების დაგეგმვა მიმდინარეობდა. მგონი, ავიცილეთ თავიდან.”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, საგამოძიებო მოქმედებებში ჩართული არიან ექსპერტები აშშ-დან, რომლებიც კოლეგებს საქართველოდან ეხმარებიან. აღნიშნული ვახტანგ გომელაურმა სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის, ივანე გოლოშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე, დღეს, 26 ნოემბერს განაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი