ახალი ამბები

პრემიერი: საქართველო ერთ–ერთი მრავალსაუკუნოვანი ევროპული ქვეყანაა თავისი კულტურით

12 ივლისი, 2013 • • 989
პრემიერი: საქართველო ერთ–ერთი მრავალსაუკუნოვანი ევროპული ქვეყანაა თავისი კულტურით

 

“საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი უცვლელია – ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს  დემოკრატიული განვითარების გზაზე ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენ ხალხს კარგად ესმის, რომ დასავლეთთან ინტეგრაცია ის ერთადერთი გზაა, რომელიც დემოკრატიის ჩამოყალიბების შესაძლებლობას მისცემს ჩვენ ქვეყანას. ეს ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანია და ვერც ერთი თაობა და პოლიტიკური ძალა ვერ მიიწერს ამას განსაკუთრებულ დამსახურებად, რადგან ამ არჩევანს თავისი მრავალსაუკუნოვანი ფესვები აქვს. საქართველო ერთ–ერთი მრავალსაუკუნოვანი ევროპული ქვეყანაა თავისი კულტურითა და ღირებულებებით”, – განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოსულ პოლიტიკურ ძალას მიზნად აქვს დასახული საქართველოს დემოკრატიული მისწრაფების რეალური განხორციელება.

 

“ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ აქტიური ევროპული ტიპის სამოქალაქო საზოაგდოებას განვითარებას და ასე ავაშენოთ ნამდვილი დემორკატია”, – განაცხადა მან.

 

აღნიშნული კონფერენცია უკვე მეათედ იმართება,  თუმცა ახალი ხელისუფლება მას პირველად ატარებს. ღონისძიებას ევროკომისარი შტეფან ფულე და სხვა ევროპელი პოლიტიკოსები ესწრებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი