ექსპერტის თქმით, აღნიშნულ პირს უკანა ტანში ჰქონდა ერთი ნაპრალი, სხვა დაზიანება კი არ ჰქონია. როგორც ალექსანდრე გეჯაძე ამბობს, მსგავსი ნაპრალი 10–დან 2 მამაკაცს აქვს და მას სხვა მიზეზებთან ერთად კოლიტიც იწვევს და ის შესაძლოა არ იყოს გაუპატიურების შედეგი.
“უკანა ტანში სკამის ფეხის ბოლომდე შეყვანა გამოიწვევდა გაცილებით მძიმე დაზიანებებს, მათ შორის სწორი ნაწლავისას. შესაძლოა ეს ნაპრალი მართლაც სკამის ფეხის მიდებით იყოს გამოწვეული, ეს ყველაფერი გამოძიებას უნდა დაედგინა სხვა გარემოებებთან ერთად, რადგან მხოლოდ მიდებითაც კი ადამიანი შეიძლება დაიტანჯოს და ამისთვის აუციელებლი არ არის მას სკამის ფეხი ბოლმდე შეუყვანონ უკანა ტანში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანმა გაუპატიურებაზე იცრუა”, – განუცხადა ალექსანდრე გეჯაძემ “ნეტგაზეთს”.
ბორჯომის პოლიციის ყოფილ უფროსი მამუკა ხვედელიანი, რომელიც ბრალდებული იყო არაადამიანური მოპყრობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ხვედელიანთან ერთად, სასამართლომ გამამართლებული განაჩენი გამოიტანა ამ საქმეზე კიდევ ოთხი ბრალდებულის მიმართ.
პროკურატურის ცნობით, ხვედელიანის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ვ.გ-ს განცხადება, რომელშიც იგი მიუთითებდა, რომ 2009 წლის 1 იანვარს შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში ამავე სამმართველოს თანამშრომლებმა მიაყენეს მძიმე ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა. კერძოდ, სასურველი ჩვენების მიღების მიზნით ის სკამის ფეხით გააუპატიურეს.
ბრალდებულთა გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან არაერთი აქცია გაიმართა სასამართლოს განაჩენის გასაპროტესტებლად.
