კბილაშვილის განცხადებით, მან ზემოხსენებული გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ღარიბაშვილს მონაწილეობა არ მიუღია.

 

“არავითარი მონაწილეობა ამ გადაწყვეტილებაში ირაკლი ღარიბაშვილს მიღებული არ აქვს. სანამ მე ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი, მანამდე გარკვეული თათბირი მქონდა როგორც ჩემს კოლეგებთან პროკურატურაში, ასევე, შს სამინისტროს წარმომადგენლებთან. სხვა საკითხებთან ერთად ესეც იყო გააზრებული. გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიღებული არის ჩემ მიერ და რადგან კითხვა იყო ასეთი  თვითონ გადაწყვეტილებაში არა, მაგრამ როდესაც საკითხის განხილვა ხდებოდა, იყო თუ არა, ვთქვი, რომ ის [ღარიბაშვილი] იქ ესწრებოდა”, – განაცხადა კბილაშვილმა და დასძინა, რომ ბედუკაძის საკითხზე ზემოხსენებულ თათბირზე აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა, თუმცა მთავარმა პროკურორმა არ დააკონკრეტა, რა პოციზია ჰქონდა შს მინისტრს.

 

შეგახსენებთ, რომ კბილაშვილმა ლადო ბედუკაძესთან განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ საპროცესო გარიგება გააფორმა და ეს უკანასკნელი ყოველგვარი სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლა. მინისტრის ამ გადაწყვეტილებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია კოალიცია “ქართულ ოცნებაშიც”. პრემიერ–მინისტრმა მას გადაწყვეტილების გადახედვაც სთხოვა, თუმცა კბილაშვილმა განაცხადა, რომ ამ საკითხის გადახედვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *