ახალი ამბები

საგანელიძე: არსებობს ზნეობის და მორალის რაღაც ზღვარი, რომელსაც ადამიანმა არ უნდა გადააბიჯოს

10 ივლისი, 2013 • • 1565
საგანელიძე: არსებობს ზნეობის და მორალის რაღაც ზღვარი, რომელსაც ადამიანმა არ უნდა გადააბიჯოს

 

“კოცნაზე დაჯარიმდეს ადამიანი, ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, მაგრამ, ბუნებრივია, არსებობს ზნეობის და მორალის რაღაც ზღვარი, რომელსაც საერთოდ ადამიანმა არ უნდა გადააბიჯოს და მით უმეტეს, საქართველოში მცხოვრებმა ადამიანმა. ჩვენ ეს არ გვესწავლება, ჩვენ ეს გენებში გვიზის და ჩვენ ტრადიციაში გვიზის, – განაცხადა მან “იმედთან” საუბარში.

 

როგორც ცნობილია, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიცირებულია. ცვლილებების პროექტის მიხედვით, კოდექსის 171-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რომელიც საზოგადოებრვ ადგილებში ალკოჰოლური სასმელების მიღებას, ან ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნას ითვალისწინებს, ჯარიმის ოდენობა  ამ დანაშაულის პირველადი ჩადენისას  300 ლარით განისაზღვრა, მეორედ და მესამედ ჩადენისთვის კი 500 და 700 ლარი ხდება. 

 

მოქმედი კანონმდებლობით, აღნიშნული მუხლის დარღვევისთვის ხდება მოქალაქის გაფრთხილება, ან დაჯარიმება შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე. იგივე მოქმედება ჩადენილი განმეორებით კი დაჯარიმება შრომის ანაზღაურების ორიდან ოთხ მინიმალურ ოდენობამდე.

 

საზოგადოების ნაწილის აზრს იმის შესახებ, რომ შსს დასჯად ქმედებად აცხადებს საზოგადოებრივ ადგილებში კოცნას, შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი ფეისბუქით გამოეხმაურა. 

 

“საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნა,-ამგვგარ მოქმედებად შეიძლება მოვიაზროთ მაგალითად გაშიშვლება და მასთან დაკავშირებული ცალკეული მოქმედებები, საზოგადოებრივ ადგილებში მოსაქმება და სხვა მსგავსი უხამსობები და არა დაუშვათ პაემანი და კოცნა, რაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს ასეთ მოქმედებებად. ძირითად ცვლილება ეხება – ქუჩებში, სტადიონებზე, ტრანსპორტში და სხვა ადგილებში ალკოჰოლური სასმელების სმისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრებას,”- წერს გიორგობიანი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი