დღეს, 22 ნოემბერს, ბინის შტურმით ასაღებად დამატებითი ძალები მიიყვანეს. სპეცოპერაციის დასრულებამდე მოხდა ძლიერი აფეთქება, გაჩნდა ცეცხლიც და შეინიშნებოდა დაკვამლიანება.
სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიტერორისტული სამსახური აწარმოებდა. სუს-ის ცნობით, ერთი ადამიანი, ბინის მეპატრონე დუისში დააკავეს. რაც შეეხება ბინაში გამაგრებულ ადამიანებს, რომლებიც სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ, უცნობია, თუ რამდენი იყვნენ.