ახალი ამბები

შტეფან ფულე დავით ბაქრაძეს და გია ბარამიძეს შეხვდა

9 ივლისი, 2013 • • 1192
შტეფან ფულე დავით ბაქრაძეს და გია ბარამიძეს შეხვდა

 

შეხვედრას, რომელზეც ოპოზიციის წარმომადგენლებმა ფულეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ მიაწოდეს ინფორაცია, ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი და ტომას ჰამერბერგი. მხარეებმა ისაუბრეს ნოემბრის თვეში დაგეგმილი ვილნიუსის სამიტის შესახებ, სადაც მოსალოდნელია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების პარაფირება.

 

“ვილნიუსის სამიტი არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოსთვის, რომელმაც უნდა განამტკიცოს ჩვენი ქვეყნის მომავალი და ევროპული გზა, ამიტომ, ჩვენი, ყველას საერთო ამოცანაა, რომ ვილნიუსი წარმატებული იყოს. იმედი გვაქვს, მთავარობა კარგად აცნობიერებს ევროპული მომავლის მნიშვნელობას და იმედია, მთავრობის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები არ გახდება შეფერხება და პრობლემა წარმატებული სამიტისთვის. როგორც ოპოზიცია, ვიღებთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ რაც არ უნდა დიდი იყოს ჩვენი შეშფოთებები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რაც არ უნდა დიდი იყოს ის უკმაყოფილება, რომელიც ჩვენ გვაქვს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით მთავრობასთან მიმართებაში, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ხელი არ შეეშალოს საქართველოს ინტეგრაციას და ვილნიუსი იყოს წარმატებული. იმედი მაქვს, მთავრობაც აიღებს პასუხისმგებლობას და საკუთარი ნაბიჯებით ხელს არ შეუშლის საქართველოს ევროპულ მომავალს”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

შტეფან ფულემ ნაციონალური მოძრაობის ოფისი კომენტარის გაკეთების გარეშე დატოვა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი