ახალი ამბები

სპეცოპერაცია თბილისში: ჯავშანტექნიკა ტერიტორიას ტოვებს

22 ნოემბერი, 2017 • 2101
სპეცოპერაცია თბილისში: ჯავშანტექნიკა ტერიტორიას ტოვებს

გაბრიელ ბერის გამზირზე კონტრტერორისტული სპეცოპერაცია სავარაუდოდ დასრულდა, იქ მობილიზებული ჯავშანტექნიკა და სპეციალური დანიშნულების ძალები ტერიტორიას ტოვებენ.

სპეცოპერაცია, რომელიც გუშინ, 21 ნოემბერს, ღამით დაიწყო თითქმის 24 საათის განმავობაში მიმდინარეობდა. სპეცოპერაციისას დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი, ხოლო რამდენიმე დაშავდა.

დღეს, 22 ნოემბერს, ბინის შტურმით ასაღებად დამატებითი ძალები მიიყვანეს. სპეცოპერაციის დასრულებამდე მოხდა ძლიერი აფეთქება, გაჩნდა ცეცხლიც და შეინიშნებოდა დაკვამლიანება.

სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიტერორისტული სამსახური აწარმოებდა. სუს-ის ცნობით, ერთი ადამიანი, ბინის მეპატრონე დუისში დააკავეს. რაც შეეხება ბინაში გამაგრებულ ადამიანებს, რომლებიც სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ, უცნობია, თუ რამდენი მათგანი დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი