ახალი ამბები

ბოკერია: მას შემდეგ, რაც სპეცოპერაცია დასრულდება, ხელისუფლებისგან ინფორმაციას ველით

22 ნოემბერი, 2017 • 3222
ბოკერია: მას შემდეგ, რაც სპეცოპერაცია დასრულდება, ხელისუფლებისგან ინფორმაციას ველით

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ამ ეტაპზე არ ფლობს სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას, რომ დასკვნები გააკეთოს. თუმცა, ბოკერიას თქმით, მას შემდეგ, რაც სპეციალური ოპერაცია დასრულდება ხელისუფლებისგან ინფორმაციას დაელოდება:

‘’არ ვფლობთ ინფორმაციას, რომ ახლა დასკვნები გავაკეთოთ, მით უმეტეს, სპეცოპერაცია მიმდინარეობს. პირველ რიგში, გამოჯანმრთელება უნდა ვუსურვოთ დაჭრილ სპეცრაზმელს და იმედი ვიქონიოთ, რომ სწრაფად დასრულდება სპეცოპერაცია მსხვერპლის გარეშე. შემდეგ ველით ინფორმაციას ხელისუფლებისგან, ეს სერიოზული ამბავია და და საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, რასთან გვაქვს საქმე, ’ –  ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია.

სპეცოპერაცია თბილისში 21 ნოემბერს, 20:00-სთვის დაიწყო, სროლები და აფეთქებები კი გამთენიისას, 05:00 საათის შემდეგ გაისმა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ერთ-ერთი კორპუსის საცხოვრებელ ბინაში გაჩენილი ცეცხლი ჩანს, რომლის ლიკვიდაციაც საგანგებო სიტუაციების სააგენტოს თანამშრომლებმა უკვე მოახერხეს. სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულ ბინაში იმყოფება ორი პირი, რომელთა აყვანას სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები ცდილობენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი