ახალი ამბები

ანონსი – 22 ნოემბერი

21 ნოემბერი, 2017 • 2059
ანონსი – 22 ნოემბერი

გთავაზობთ 22 ნოემბერს დაგეგმილ ღონისძიებათა ანონსს:

10:30 –  „მშვიდობის ფონდისა“ და „TDI – ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ ორგანიზებით  კონფერენცია სახელწოდებით „ფობიები და თანამედროვე საქართველო“ გაიმართება.
მისამართი: სასტუმრo “Courtyard Marriott”, თავისუფლების მოედანი #4

10:30 – თიანეთის მერობის ყოფილი კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.
საკონტაქტო ინფორმაცია: 599726565

11:00 – საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ბექა ნაცვლიშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ნარკოპოლიტიკა და კანონმდებლობის ლიბერალიზაცია, რომლის განხილვასაც პარლამენტი იწყებს; ეკონომიკური მდგომარეობა, ეროვნული ვალუტა და ეროვნული ბანკის პარლამენტში დაბარება.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.
საკონტაქტო ინფორმაცია: 599726565

11:00 – “ევროპული საქართველოს ცენტრლურ ოფისში” სერგო რატიანის და მარიამ რამინაშვილის ბრიფინგი გაიმართება. თემა: მიმართვა განათლების ახალ მინისტრს.
მისამართი: დიმიტრი გულიას #1

15:00 – ახალგაზრდობის სფეროში მომუშავე 30-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია “World Vision საქართველოს” ოფისში შეიკრიბება და ახალგაზრდული სფეროს მართვისათვის აუცილებელ ნაბიჯებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრისა და განათლების მინისტრის სახელზე მიმართვას შეიმუშავებს.
მისამართი: დ. აღმაშენებლის გამზირი #61
საკონტაქტო პირი: ირაკლი გიორბელიძე – 557 67 97 19

 

მასალების გადაბეჭდვის წესი