ახალი ამბები

ანონსი -21 ნოემბერი

20 ნოემბერი, 2017 •
ანონსი -21 ნოემბერი

11:00  HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე საქართველოს სარკინიგზო გადაზიდვებში არსებული მონოპოლიის და სავარაუდო კორუფციის ფაქტებზე რეაგირების მიზნით საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარეს ნოდარ ხადურს განცხადებით მიმართავს. მის: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის გამზირი N154.

11:00 საპარლამენტო ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრების შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან.
თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი 309-310).

11:35  საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრების შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან. თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი 309-310).

12:00 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი პარლამენტის სამუშაო ჯგუფის სხდომა თბილისი, A კორპუსი, სათათბირო ოთახი N307.

12:00 თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და „ყაზტრანსგაზ- თბილისის“ ტექნიკური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი ერთობლივ
პრესკონფერენციას გამართავენ. მის: შარტავას N7, თბილისის მერია

12:10 საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრების შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან. თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი 309-310)

16:00 გარემოს დაცვისა დაბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

19:00 იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ანგარიშს წარადგენს. მის: მთაწმინდის პლატო, ფუნიკულიორის კომპლექსი, მესამე სართული.

მასალების გადაბეჭდვის წესი