2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით 3 537 249 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არჩევნების დღედ 2013 წლის 27 ოქტომბერი დანიშნა. რამდენიმე თვეა ცნობილია კოალიცია “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც ამჟამინდელი განათლებისა და მცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილია. ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის გამოსავლენად ივლისის თვეში პრაიმერი ტარდება, მასში ოთხი წევრი, ზურაბ ჯაფარიძე, დავით ბაქრაძე, შოთა მალაშხია და გიორგი ბარამიძე მონაწილეობენ.
“ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ივლისის ბოლოს გახდება ცნობილი.
