კოტე რატიანი მიიჩნევს, რომ მათი დათხოვნა პოლიტიკური ანგარიშსწორებაა:

„დღეს მოულოდნელად ჩაგვაბარეს ბრძანებები. ვნახოთ ახლა, სხვა საფუძველი ბრძანებას არ ახლავს, ვფიქრობთ და ამაზე სხვა აზრი არ არსებობს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივით არის განპირობებული. მე და ბატონი ამირანი წარმოვადგენთ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს, როგორც პოლიტიკური მრწამსის, ისე ქალაქში მიმდინარე მოვლენების თვალსაზრისით. ეს იყო შურისძიება, სხვა კანონიერი ფორმა ვერ მოიფიქრეს და დაწერეს რაღაც უაზრო ბრძანება.”
მისივე თქმით, სავარაუდოდ, ბრძანებას გაასაჩივრებს: „კონსულტაციას გავივლით იურისტებთან. სავარაუდოდ, გავასაჩივრებთ.“
პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე საუბრობს ამირან ძოწენიძეც:
„მე და ბატონი კოტე რატიანი ვიყავით ყელში გაჩხერილი. დანარჩენები, ყველანი უფრო იოლი მოტივებით დაითხოვეს. ეს მოტივები იყო ვითომ სამსახურეობრივი რეორგანიზაცია, რომელიც ფარსი იყო ბოლომდე, მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით მოხდა ამ ხალხის გათავისუფლება იმიტომ, რომ თავისიანები ყველა დატოვეს. ჩვენ ორს ასე იოლად ვერ შეგვეხებოდნენ იმიტომ, რომ მაღალი რანგის თანამშრომლები ვართ და ამიტომ, ჩემი აზრით, ჩვენი ღირსებისთვის შეურაცხმყოფელი რაღაც მოიფიქრეს, ე.ი. სამსახურეობრივ მოვალეობათა უხეში დარღვევისთვის. ამას მერჩივნა, რომ პირდაპირ ეთქვათ – წადი სამსახურიდან და ეს ჩაეწერათ ბრძანებაში. ბატონი კოპალიანი თავის მორიგ უხეშ ნაბიჯს დგამს.“
ძოწენიზე ამბობს, რომ დიმიტირ კოპალიანს მასთან ერთად მოუწევს დიდხანს სასამართლოში სიარული:
„იმ ადამიანებს, ვინც ეს ბრძანება მიიღო და ხელი მოაწერა, ჩემთან ერთად მოუწევთ სასამართლოში დიდხანს სიარული იმიტომ, რომ უნდა დამიმტკიცონ მე, რომ სამსახურს ვეკიდებოდი უპასუხისმგებლოდ, ვარღვევდი უხეშად და არ ვასრულებდი ჩემს ფუნქციებს, რამე ხელი თუ შეეშალა მერიის მუშაობას, უნდა დამიმტკიცონ. მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც ასე იოლად აპატიებს პიროვნულ შეურაცხყოფას, მე სხვა, ამაზე უფრო მაღალი ღირებულება არ გამაჩნია.”
