“ქარმა სახურავი ახადა რუსთავის ცენტრალურ ფოსტას და რამოდენიმე საცხოვრებელ სახლს ბათუმისა და სანაპიროს ქუჩებზე. დაიტბორა მე–12 მიკრორაიონი და ლეონიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია. ქარის შედეგად წაქცეული ხეები რამოდენიმე ადგილზე ავტმობილებს დაეცა. მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო მერიის და სამაშველო სამსახურები. ავარია მოხდა გაზსადენზე, რის გამოც გაზის მიწოდება გაეთიშა სანაპიროს ქუჩას, ხოლო რამოდენიმე უბანში ელექტროენერგიის მიწოდებაც შეწყდა.
გაზის მიწოდება ჯერჯერობით კვლავ არ აღდგენილა, სამუშაოები მთელი ღამე მიმდინარეობდა თუმცა დასრულებული არ არის. მთელი ღამე მუშაობდნენ “ენერგო–პროს” სამსახურებიც და დენის მიწოდება დღის მანძილზე აღდგება”, – აცხადებენ რუსთავის მერიაში.
მათივე ინფორმაციით, ქალაქის მერი, ვიცე მერი და საკრებულოს თავმჯდომარე მთელი ღამის განმავლობაში მოძრაობდნენ ქალაქში და დაზიანებულ ადგილებს ათვალიერებდნენ.
ზარალის დათვლა ამ დრომდე მიმდინარეობს და მოგვიანებით გახდება ცნობილი.
წვიმის შედეგად სერიოზული დაზიანება არ დაფიქსირებულა თბილისში, თუმცა დაიტბორა რამდენიმე ქუჩა და დიდუბის ხიდის მიმდებარე ტერიტორია:
“დიდუბის ხიდის ქვეშ მოხდა დატბორვა, ადგილზე მალევე გავიდნენ სამაშველო სამსახურები და პრობლემა მალევე აღმოიფხვრა. სხვა გამოძახებებიც იყო, თუმცა სერიოზული დაზიანება არსად არ დაფიქსირებულა”, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

