ახალი ამბები

წულუკიანი: უჩა ნანუაშვილი პირველი უსამართლო სახალხო დამცველია

16 ნოემბერი, 2017 •
წულუკიანი: უჩა ნანუაშვილი პირველი უსამართლო სახალხო დამცველია

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულიკიანმა განაცხადა, რომ უჩა ნანუაშვილი საქართველოს პირველი უსამართლო სახალხო დამცველია.

“რაკი უკვე ბოლო დღეები აქვს ბატონ უჩას ჩვენთან ერთად საქმიანობის, ის არის პირველი უსამარლო ომბუდსმენი საქართველოსი”, – ასე გამოეხმაურა თეა წულუკიანი უჩა ნაუაშვილის შეფასებას დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე.

თეა წუკულიანი საქართველოს სახალხო დამცველს სტრასბურგში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატურების ჩავარდნის შემდეგ დაუპირისპირდა. წულუკიანი ირწმუნებოდა, რომ სახალხო დამცველი სტრასბურგში იყო ჩასული და იმუშავა ამ სიის საწინააღმდეგოდ. ნანუაშვილმა ამ ბრალდება ცილისწამება უწოდა.

საქართველოს სახალხო დამცველმა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე სასამართლოს გამოტანილ გადაწყვეტილებასა და პროცესზე შეფასებები გააკეთა.

ომბუდსმენის შეფასებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის როგორც გამოძიების, ისე სასამართლო პროცესების მიმდინარეობა საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე წარიმართა, ხოლო საქმის დახურულ სასამართლო სხდომებზე განხილვამ არაერთი უპასუხო კითხვა დატოვა.

უჩა ნანუაშვილის შეფასება გააკრიტიკა თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. სასამართლო მიიჩნევს, სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგებში, მიუხედავად სასამართლო ინსტიტუციის მიმართ გამოთქმული პატივისცემისა, რომ დოკუმენტში არ განხილულა საქმეზე მტკიცებულებათა გაზიარების მიზანშეწონილობა და განაჩენის დასაბუთებულობის შინაარსი, უჩა ნანუაშვილი გასცდა მისი კომპეტენციის ფარგლებს და მეტიც, სამართლებრივ საფუძველს მოკლებული შეფასებები გააკეთა.

ომბუდსმენის შეფასება გაარიტიკა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველი არაკომპეტენტურია, რაზეც მისი უსაფუძვლო კრიტიკა მიუთითებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი