საბერძნეთში, ძლიერი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობას 15 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 37 მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ BBC იუწყება.
გარდაცვლილებს შორის, უმეტესად მოხუცები არიან, რომლებიც საკუთარ სახლებში იპოვეს.
წყალდიდობის შედეგად, საბერძნეთის ინდუსტრიული ქალაქები – მანდა, ნეა პერამოსი და მეგარა დაზარალდა. ძლიერმა წყალმა დააზიანა ქალაქის ინფრასტრუქტურა, დაანგრია სახლები და გადააყირავა მანქანები. როგორც ნეა პერამოსის მერმა BBC-თან საუბარში განაცხადა, ბოლო მონაცემებით 1000-მდე სახლია განადგურებული, რაც ქალაქის მესამედია.
რაც შეეხება, ქალაქ მანდრას, აქ დახურულია 20-ზე მეტი სკოლა. როგორც, CNN-ს ქალაქის მერიაში განუცხადეს, წყალდიდობის დროს, მოსახლეობა “დამწყვდეული იყო საკუთარ სახლებში”. მათ ამჟამად არ მიეწოდებათ წყალი და ელექტროენერგია.
საბერძნეთის პრემიერ მინისტრმა, ალექსის ციპრასმა ეროვნული გლოვა გამოაცხადა და დაზარალებულს ყველა საჭირო დახმარების გაწევას დაჰპირდა.
წყალდიდობა საბერძნეთში, არიან დაღუპულები
ასევე:
-
კრეტაზე დაკავებული საქართველოს მოქალაქე ირანში სწავლობდა – „მონიტორი“
-
ათენის მახლობლად ხანძრის გამო, ხელისუფლება მოსახლეობას სახლების დატოვებისაკენ მოუწოდებს
-
19 წლის ქართველმა ათენის სკოლაში ორი ადამიანი დაჭრა – ბერძნული მედია
-
საბერძნეთი გახდა I მართლმადიდებელი ქვეყანა, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა
-
19.10.2026
ქარტია გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებას
-
19.10.2026
ცნობილია, ვინ წარადგენს „ოცნების“ სარჩელს ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციოში
-
19.10.2026
„ლელო“ ითხოვს, ომბუდსმენმა პარტიების აკრძალვაზე სამართლებრივი პოზიცია წარმოადგინოს
-
19.10.2026
საქართველოში გრიპის ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება
-
19.10.2026
ღარიბაშვილი თავის სასამართლოს არ ესწრება
-
19.10.2026
ვახო სანაიას ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტებისთვის ამჯერად 30 დღით დააპატიმრებენ
