ახალი ამბები

საკრებულოს წევრის ინიციატივით, ორი მოადგილის თანამდებობა უნდა გაუქმდეს

15 ნოემბერი, 2017 •
საკრებულოს წევრის ინიციატივით, ორი მოადგილის თანამდებობა უნდა გაუქმდეს

თბილისის საკრებულოს წევრ მარინა დათუკიშვილს მიაჩნია, რომ საკრებულოს ორი მოადგილის თანამდებობა უნდა გაუქმდეს, რაშიც საკრებულოს თავმჯდომარე არ დაეთანხმა.

დღეს, 15 ნოემბერს. საკრებულოს სხდომაზე დათუკიშვილმა განაცხადა, რომ ხარჯების ოპტიმიზაციიდან გამომდინარე, რეგლამენტში უნდა შევიდეს ცვლილება, რომ გაუქმდეს ორი მოადგილის ხარჯი.

მისი თქმით, ამას დაემატება საწვავის, თანამშრომლების და სხვა ხარჯების დაზოგვა და პირნათელი იქნებიან ამომრჩეველთან.

დათუკიშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ ერთმანეთს უნდა შეერწყას განათლებისა და კულტურის და ახალგაზრდობისა და სპორტის კომისიები, ხოლო საფინანსო-საბიუჯეტო კომისია და ეკონომიკური პოლიტიკის კომისია გაერთიანდეს.

საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ არ უნდა იყოს არცერთი თანამდებობა, რომელსაც არამიზნობრივი ხარჯი ექნება, თუმცა თანამდებობების გაუქმებას არ დაეთანხმა.

მისი თქმით, საკრებულოს ფუნქციური დატვირთვა დიდია და საჭიროა ეს თანამდებობები.

მასალების გადაბეჭდვის წესი