ლარი ევროსთან მიმართებაში ისტორიულ ანტირეკორდულ ნიშნულზეა. ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.14 ლარია, რაც ისტორიული ანტირეკორდია.
ბოლო 10 წლის განმავლობაში ლარმა ევროსთან მიმართებაში ყველაზე დაბალი ნიშნული 2007 წლის ნოემბერში დააფიქსირა – 1.75.
ლარის ევროსთან მიმართების 10-წლიან სტატისტიკას შეგიძლიათ სრულად გაეცნოთ აქ.
რაც შეეხება დოლარს, ისიც გაუფასურებას აგრძელებს – ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 დოლარის ღირებულება 2.68 ლარია. ლარი დოლართან მიმართებაში 2 თეთრით გაუფასურდა.