ახალი ამბები

ჟერარ დეპარდიემ აფხაზ მხატვარზე შესაძლოა ფილმი გადაიღოს

2 ივლისი, 2013 • • 1343
ჟერარ დეპარდიემ აფხაზ მხატვარზე შესაძლოა ფილმი გადაიღოს

 

“აფხაზეთი – ეს პატარა დიდებული ქვეყანაა”, – განაცხადა მან. 

 

აფხაზური მედიის ინფორმაციით, ანქვაბმა მსახიობთან შეხვედრაზე მისი ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. 

 

“ჩვენ თქვენ, ფრანგებს, კარგად გიცნობთ, თქვენ კი ჩვენ – ცუდად. იმისათვის, რომ საფრანგეთმა კარგად გაიცნოს აფხაზეთი, თქვენი აქ ყოფნა ძალიან მნიშნელოვანია”, – აღნიშნა ანქვაბმა, რომელმაც დეპარდიეს მონეტები და აფხაზეთში მდებარე ტაძრების სურათებისაგან შემდგარი ალბომი აჩუქა. გარდა ამისა, მან დეპარდიეს გადასცა აფხაზი მხატვრის, ალექსანდრე (შერვაშიძე) ჩაჩბას ნამუშევრების ალბომი და მისი ისტორიაც მოუყვა. თავის მხრივ, დეპარდიემ განაცხადა, რომ შესაძლოა, ამ მხატვარზე მომავალში ფილმიც გადაიღოს.

 

ანქვაბთან შეხვედრის შემდეგ დეპარდიემ სანაპიროზე გაისეირნა და მოსახლეობას გაესაუბრა:

 

“ბედნიერი ვარ იმით, რომ მსოფლიოს მოქალაქე ვარ”, – განაცხადა მან.

 

დეპარდიემ აფხაზეთი უკვე დატოვა.

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი