ახალი ამბები

ბორჯომში ამომრჩეველმა ხმა ძალადაკარგული პირადობით მისცა – “მრავალეროვანი საქართველო”

12 ნოემბერი, 2017 • 1746
ბორჯომში ამომრჩეველმა ხმა ძალადაკარგული პირადობით მისცა – “მრავალეროვანი საქართველო”

სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ განცხადებით, რომელიც არჩევნების მეორე ტურს ბორჯომში, ხაშურსა და ყაზბეგში აკვირდება, ბორჯომის # 36 საარჩევნო ოლქის # 21 საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მიერა არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემას.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომლითაც ამომრჩეველმა კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა ორ ადგილას იყო გახვრეტილი რაც იმას ნიშნავს, რომ დოკუმენტი ძალადაკარგულია.  ინციდენტი გაპროტესტებულ იქნა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ, რასთან დაკავშირებითაც ორგანიზაციის დამკვირვებლებმა დაწერეს საჩივარი.

რაც შეეხება სხვა დარღვევებს, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ  ბორჯომის # 36 საარჩევნო ოლქის # 26 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა ამომრჩეველს, რომელსაც სჭირდებოდა დახმარება ხმამაღლა გაუკეთა მითითება, თუ რომელი კანდიდატისათვის მიეცა ხმა. ეს ინციდენტიც გაპროტესტებულ იქნა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ და  დაიწერა საჩივარი.

ორგანიზაციის ანცხადებით, ბორჯომის # 36 საარჩევნო ოლქის # 13 საარჩევნო უბანის შესასვლელთან იმყოფებოდნენ პირები, რომლებიც ხელს უშლიდნენ კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას, კერძოდ ხმაურობდნენ, ასევე აწარმოებდნენ ვიდეო გადაღებას. “მრავალეროვანი საქართველოს” დამკვირვებლის სიტყვიერი მითითების საფუძველზე, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რომელმაც ზემოღნიშნულ პირებს დაატოვებინა საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი