ახალი ამბები

კოორდინატორების მიერ ამომრჩევლების აღრიცხვა ფოტოსურათებიანი სიებით

12 ნოემბერი, 2017 • 1703
კოორდინატორების მიერ ამომრჩევლების აღრიცხვა ფოტოსურათებიანი სიებით

ბორჯომში, სოფელ ახალდაბაში, სკოლის შენობაში, სადაც მე-10 და 30-ე საარჩევნო უბნებია განთავსებული, ამომრჩევლის მოსვლას ფოტოსურათებიანი სიებით აღრიცხავენ.

როდესაც ვცადეთ მათთან გასაუბრება, ისინი გაღიზიანდნენ და განაცხადეს, რომ არიან ამომრჩევლები, ერთ-ერთი პარტიის მხარდამჭერები, საკუთარი ვინაობა არ დაასახელეს და არც ის, რომელ პარტიას წარმოადგენენ.

“ამომრჩევლების აღრიცხვა ხდება, რა პრობლემაა?” – განაცხადეს მათ. ხოლო კითხვაზე, თუ რომელი ორგანიზაციიდან არიან, გვითხრე: “არ არის თქვენი საქმე. ვართ ერთ-ერთი პარტიის მხარდამჭერები და ვაწარმოებთ ჩვენი მხარდაჭერების აღრიცხვას”.

კითხვაზე, საიდან მოიპოვეს მათ ამომრჩევლების ფოტოსურათიანი სიები, გვპასუხობენ, რომ “დისკებიდან” და ყველას შეუძლია მისი აღება.

“თუ ეჭვი გაქვთ, რომ სამაგიდო სიებია, ძალიან ცდებით და მოახსენეთ თქვენს ხელმძღვანელობას… დისკებიდან გვაქვს, ამას ვინც დაინტერესდება ყველა აიღებს,”- განაცხადეს მათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი