ახალი ამბები

ომბუდსმენი: მერიის მაღალჩინოსნების საქმეში სერიოზული დარღვევებია

1 ივლისი, 2013 •
ომბუდსმენი: მერიის მაღალჩინოსნების საქმეში სერიოზული დარღვევებია

“პასუხი ჩემს კითხვებზე სამწუხაროდ, არ არის. თუმცა ჩვენ უშუალოდ ვართ ჩართული ამ საქმეების შესწავლაში. ჩვენ ვაგროვებთ ყველა ინფორმაციას, რაც ამ საქმეს უკავშირდება და ძალიან მალე დეტალურ დასკვნას გამოვაქვეყნებთ. არის ძალიან სერიოზული პროცედურული დარღვევები ამ საქმეში, რაც მოსამართლემაც აღნიშნა. მთავარია მოხდეს ამ დარღვევებზე რეაგირების მოხდენა,”–განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

 

თბილისის მერიის ხუთ მაღალჩინოსანს, რუსთავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი ორთვიანი პატიმრობა 30 ივნისს შეუფარდა. მათ ბრალად ედებათ საბუჯეტო სახსრების 48 930 822 ლარის გაფლანგვა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი