ახალი ამბები

ხორვატია ევროკავშირის წევრი გახდა

1 ივლისი, 2013 •
ხორვატია ევროკავშირის წევრი გახდა

“ხორვატიის გაწევრიანება არის კიდევ ერთი ქვაკუთხედი ევროკავშირის მშენებელობის პროცესში. ეს ასევე ევროკავშირის გარდამქმნელი ძალის ცხად მაგალითს წარმოადგენს: ორი დეკადის წინ კონფლიქტისგან დაუძლურებული ქვეყანა ახლა სტაბილური დემოკრატიის მქონე, ევროპული სტანდარტების მიმდევარი და ევროკავშირის წევრობისათვის საჭირო ვალდებულებების შემსრულებელი სახელმწიფოა.,”– ნათქვამია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ოფიციალური ცერემონია გუშინ, 30 ივნისს ზაგრებში 23 საათზე დაიყო. რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. დღეს, 1 ივლისს ხორვატიის გაწევრიანების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ღია იქნება.

 

ხორვატიის გაწევრიანების ცერემონიას ევროკავშირის მხრიდან ვეროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო, ვიცეპრეზიდენტი ვივიან რედინგი, ევროკომისარები შტეფან ფულე და ნევენ მიმიკა ესწრებიან.

 

ხორვატია 1991 წლიდან, იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკის დაშლის შემდეგ დამოუკიდებელი სახელმწიფოა. 2003 წელს მან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ თანხმობა განაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი