ახალი ამბები

დათა ახალაიას გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ბრალი დაუმძიმდა

1 ივლისი, 2013 • • 1435
დათა ახალაიას გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ბრალი დაუმძიმდა

“სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გარემოებების დადგენის მიზნით წარმოებული გამოძიების ფარგლებში 2013 წლის 1 ივლისს გამოტანილი იქნა დავით ახალაიას(იმ დორისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის უფროსი), ოლეგ მელნიკოვისა(იმ დროისათვის  კუდ–ის პირველი განყოფილების უფროსის მოადგილე) და დავით ჩხიტუნიძის(იმ დროისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე)  ბრალდების დადგენილებები.

 

დავით ახალაიას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  332-ე მუხლის მე-3  ნაწილის „ბ“ და

დათა ახალაია
დათა ახალაია

„გ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხოფით; 2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქციით), სსკ 25, 1441 -ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ „თ“ ქვეპუნქტებით (წამების ორგანიზება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი პირის მიმართ, ჯგუფურად, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირთა მიმართ, შეკვეთით ; 2006 წლის 30 მაისისამდე მოქმედი რედაქციით),  სსკ 25, 143-ე მუხლის პირველი ნაწილით და მეორე ნაწილის „ა“, „გ“, „ზ“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზება ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ, სხვა დანაშაულის გაადვილების მიზნით;  2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და სსკ 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (თანამდებობის ბოროტად გამოყენება).

 

ოლეგ მელნიკოვს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-143-ე მუხლის პირველი ნაწილით და მეორე ნაწილის „ა“, „გ“, „ზ“ ქვეპუნქტებით (დახმარება თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ, სხვა დანაშაულის გაადვილების მიზნით; 2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქციით).

 

დავით ჩხიტუნიძეს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის333-ე მუხლის  პირველი ნაწილით, სამი ეპიზოდისათვის;(სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება);

 

ბრალდებულების ადვოკატებს კანონით დადგენილ ვადაში ჩაბარდებათ დავით ახალაიას, ოლეგ მელნიკოვისა და დავით ჩხიტუნიძის ბრალდების დადგენილებები”.

მასალების გადაბეჭდვის წესი