ახალი ამბები

12:00 საათისთვის მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 11,55 %-ია – ცესკო

12 ნოემბერი, 2017 • 1813
12:00 საათისთვის მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 11,55 %-ია – ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურში ექვსივე ოლქში ამომრჩევლის 11,55 % მივიდა საარჩევნო უბანზე, რაც 37 917 ამომრჩეველია.

12:30 საათზე გამართულ ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, რომ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ქუთაისის ოლქშია, სადაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 6.2% მივიდა, ხოლო ყველაზე დიდი აქტივობა ოზურგეთში, სადაც ამომრჩევლის 21,5%-მა დააფიქსირა. ყაზბეგში ამომრჩევლის 17,4% მივიდა, ხაშურში – 11, 5%, ბორჯომში – 18,2%, მარტვილში – 11,5%.

საქართველოს ამ 6 მუნიციპალიტეტში ამომრჩევლები მხოლოდ ერთ ბიულეტენში აკეთებენ არჩევანს, სადაც მითითებულია შემდეგი კანდიდატები:

ქუთაისი: გიორგი ჭიღვარია (ქართული ოცნება) – გრიგოლ ვაშაძე (ენმ)
მარტვილი: ალექსანდრე გრიგალავა (ქართული ოცნება) – მამუკა დანელია (ენმ)
ოზურგეთი: ბეგლარ სიორიძე (ქართული ოცნება) – კონსტანტინე შარაშენიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი)
ხაშური: გიორგი გურასპაშვილი (ქართული ოცნება) – რამაზ ნოზაძე (დამოუკიდებელი კანდიდატი)
ბორჯომი: ლევან ლიპარტია (ქართული ოცნება) – ზაზა ჩაჩანიძე (პატრიოტთა ალიანსი)
ყაზბეგი: ალექსანდრე ზაგაშვილი (ქართული ოცნება) – სანდრო ყამარაული (დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო).

თუმცა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები ქუთაისსა და მარტვილში უარს აცხადბენე არჩევნებში მონაწილეობაზე, რაც მათი პარტიის გადაწყვეტილებაა, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მათგანი 50%-ზე მეტს, მაინც ისინი იქნებიან გამარჯვებული.

იმ ოლქებში, სადაც მეორე ტური ტარდება 328 272 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ცესკოს ცნობით, სულ დაბეჭდილია 299 450 ბიულეტინი.

ანა მიქელაძის განცხადებით, 12:00 საათისთვის 7 საჩივარია შეტანილი საოლქო კომისიებში რაც შეეხება მცირე პროცედურულ ხარვეზებს.ორ-ორი საჩივარი შესულია ბორჯომის, ქუთაისისა და ოზურგეთის ოლქებში, ხოლო ერთი საჩივარი შესულია ხაშურის ოლქში.

ანა მიქელაძის განმარტებით, ქუთაისის საარჩევნო ოლქის 124-ე საარჩევნო უბანზე პარტია “ქრისტიან-კონსერვატიული მოძრაობის” დანიშნული წევრი, რომელსაც უფლებამოსილება პარტიის მიერვე ჰქონდა შეწყვეტილი, გამოცხადდა საარჩევნო უბანზე და მიიღო მონაწილეობა კენჭისყრის პროცესში, კომისიის თავმჯდომარე, როდესაც დაადასტურა, რომ ამ პირს უფლებამოსილება შეწყვეტილი ჰქონდა დაატოვებინა საარჩევნო უბანი.

მიქელაძემ ისაუბრა მეორე შემთხვევაზე, რომელიც ასევე ქუთაისში მოხდა, კერძოდ, 76-ე უბანზე, სადაც ამომრჩეველი შეცდომით შეიყვანეს გადასატანი ყუთის სიაში. მიქელაძის თქმით, საუბნო კომისიის ერთერთი წევრის ოჯახის წევრის გადასატანი ყუთის სიის შედგენისას დაუშვეს მექანიკური შეცდომა და ნაცლად ამომრჩევლისა შეიყვანეს თავად განმცხადებელი.

ანა მიქელაძე გამოეხმაურა ოზურგეთის 43-ე უბანზე მომხდარს, სადაც მოსული იყო პოლიცია. ცესკოს განცხადებით, კონკრეტულ პირებს შორის მოხდა დაპირისპირება საარჩევნო უბნის გარეთ და მას არ მოუხდენია გავლენა საარჩევნო პროცესზე, რაც ცესკოს კომპეტენცია სცდება.

ანა მიქელაძემ ასევე განმარტა, რომ ბორჯომის ოლქის 25-ე უბანზე საარჩევნო უბნის კომისიის წევრს ყუთში ჩაუცურდა ცარიელი კონვერტები, თუმცა ეს არაა დარღვევა.

“ცარიელი კონვერტები იმას ნიშნავს, რომ მასში არ დევს ბიულეტინები. შესაბამისად, როდესაც გაიხსნება ყუთი ცარიელი კონვერტები იქნება გადმოდებული და ეს ვერ მოახდენს გავლენას უშუალოდ არჩევნების შედეგებზე”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი