ახალი ამბები

ქუთაისში გამართულ პრაიმერში დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა

30 ივნისი, 2013 • • 1130
ქუთაისში გამართულ პრაიმერში დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა

” ნაციონალური მოძრაობა ხდება ახალი ტიპის პარტია, სადაც გადაწყვეტილება მიიღება არა ერთი, ორი ან ხუთი ადამიანის მიერ, არამედ გადაწყვეტილება მიიღება პარტიის ყველა წევრის და გულშემატკივრის მიერ. ნამდვილად წარმატებული დღე იყო იმ თვალსაზრისით, რომ ხალხმა მოისმინა ძალიან გულახდილი დებატები იმ საკითხებზე რაც ეკონომიკას ეხება, ადეკვატური შეფასებები გაკეთდა. ეს არის გზა, რომლითაც ნაციონალური მოძრაობა ადასტურებს მის გახსნილობას, ცვლილებებს, რომელიც პარტიაში მიმდინარეობს. ძალიან სასიამოვნოა ნდობა და რომ ეს ნდობა მიღებულია პრაიმერის პროცესში არსებული გამჭირვალე პროცედურით”– განაცხადა ბაქრაძემ.

 

დავით ბაქრაძის შემდეგ ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ზურაბ ჯაფარიძემ მიიღო.  

 

დღეს პრაიმერში მონაწილეობენ იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის წარმომადგენლები. მონაწილეებმა ძირითადად ეკონომიკურ პოლიტიკაზე ისაუბრეს. მომდევნო შეხვედრა 7 ივლისს გორში გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ შიდა ქართლის, სამცხე–ჯავახეთის, მცხეთა- მთიანეთის წარმომადგენლები. 

 

პრაიმერი ოთს საათზე დაიწყო. მასში “ნაციონალური მოძრაობის” 4 წევრი- ზურაბ ჯაფარიძე, გია ბარამიძე, შოთა მალაშხია და დავით ბაქრაძე მონაწილეობენ.  “ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატი ივლისის ბოლოს გახდება ცნობილი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი