ახალი ამბები

საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში მერების არჩევნების მეორე ტური იმართება

12 ნოემბერი, 2017 • 2201
საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში მერების არჩევნების მეორე ტური იმართება

დღეს, 12 ნოემბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში.

ქუთაისში, მარტვილში, ბორჯომში, ხაშურში, ყაზბეგსა და ოზურგეთში მერის არჩევნების მეორე ტურია, აქედან 2-ში – ქუთაისსა და მარტვილში ქართულ ოცნებას კონკურენტები არ ჰყავს, ვინაიდან ენმ-ს კანდიდატებმა შეწყვიტეს არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა ბიულეტენებში მათი სახელი და გვარი ისევ იქნება მითითებული.

რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს – ბორჯომში ოცნების კანდიდატს უპირისპირდება სპა-ს კანდიდატი, ხაშურსა და ოზურგეთში დამოუკიდებელი კანდიდატები, ხოლო ყაზბეგში – თავისუფალი საქართველო-გაერთიანებული დემოკრატების კანდიდატი.

საქართველოს ამ 6 მუნიციპალიტეტში ამომრჩევლები მხოლოდ ერთ ბიულეტენში გააკეთებენ არჩევანს, სადაც მითითებული იქნება შემდეგი კანდიდატები:

  1. ქუთაისი: გიორგი ჭიღვარია (ქართული ოცნება) – გრიგოლ ვაშაძე (ენმ)
  2. მარტვილი: ალექსანდრე გრიგლავა (ქართული ოცნება) – მამუკა დანელია (ენმ)
  3. ოზურგეთი: ბეგლარ სიორიძე (ქართული ოცნება) – კონსტანტინე შარაშენიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი)
  4. ხაშური: გიორგი გურასპაშვილი (ქართული ოცნება) – რამაზ ნოზაძე (დამოუკიდებელი კანდიდატი)
  5. ბორჯომი: ლევან ლიპარტია (ქართული ოცნება) – ზაზა ჩაჩანიძე (პატრიოტთა ალიანსი)
  6. ყაზბეგი: ალექსანდრე ზაგაშვილი (ქართული ოცნება) – სანდრო ყამარაული (დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო).

მასალების გადაბეჭდვის წესი