ახალი ამბები

საკრებულოს წევრი სახელფასო ბარათებთან დაკავშირებით დაიკითხა

29 ივნისი, 2013 • • 1501
საკრებულოს წევრი სახელფასო ბარათებთან დაკავშირებით დაიკითხა

“იყო შეკითხვები პლასტიკურ ბარათებზე, რომლის შესახებაც მე არ ვიცოდი, ჩემს სახელზე არაფერი არ ყოფილა დამზადებული. შეკითხვა იყო, ვიცოდი თუ არა სახელფასო პლასტიკურ ბარათების შესახებ. მე ვუპასუხე, რომ არანაირ პლასტიკურ ბარათთან შეხება არ მქონია”– განაცხადა მან. 

 

ფინასნთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო უბნების ე.წ. კოორდინატორების დაფინანსების მიზნით, გიორგი საბანაძის [თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც ამჟამად მიმალვაშია] ხელმძღვანელობით დამზადდა პლასტიკური სახელფასო ბარათები 719 პიროვნებაზე, რომლებიც თითქოს მუშაობდენენ „თბილისის განვითარების ფონდში“ შენობათა კვლევის სპეციალისტებად, თუმცა მათ ამის შესახებ არაფერი არ იცოდნენ. მათ ბარათზე ყოველთვიურად ირიცხებოდა ათასობით ლარი ხელფასის სახით. აღნიშნული ბარათებიდან კი თანხა რეგულარულად  გაჰქონდა თბილისის მერიისა და გამგეობების 30–ზე მეტ თანამშრომელს, რომელთა შორის იყვნენ ა. თაბუაშვილი, დავით ავალიანი და დიმიტრი ჩხეიძე. ამ გზით ბანკიდან სხვადასხვა დროს სხვადასხვა პირების მიერ განაღდებულმა თანხამ კი შეადგინა 13.8 მილიონი ლარი.

 

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს წევრი ვახტანგ ცაგარეიშვილი ერთ–ერთი მათგანია იმ პირთაგან, რომელიც 27 ივნისს მერიის 22 თანამშრომელთან ერთად დააკავეს და რამდენიმე საათში გაუშვეს. 

 

დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული 23 პირიდან მოგვიანებით 4 მათგანი- დავით ალავიძე, დავით ავალიანი, ალექსი თაბუაშვილი და დიმიტრი ჩხეიძე- ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კვლავ დააკავა. დღეს მათ, ბრალი ოფიციალურად წარედგინათ. ბრალი წარდგენილი აქვს თბილისის განვითარების ფონდის ყოფილ დირექტორს გიორგი საბანაძეს, რომელიც მიმალვაშია.

მასალების გადაბეჭდვის წესი