ახალი ამბები

პრაიმერში მონაწილეობას “ნაციონალური მოძრაობის” 4 წევრი მიიღებს

29 ივნისი, 2013 •
პრაიმერში მონაწილეობას “ნაციონალური მოძრაობის” 4 წევრი მიიღებს

აღნიშნული შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა განცხადება გიორგი ვაშაძემ. მისი თქმით, კანდიდატების რეგისტრაცია გუშინ დასრულდა. პრაიმერი ჩატარდება მთელი საქართველოს მასშტაბით. ივლისის ბოლომდე დაგეგმილია ექვსი რეგიონალური კონფერენციის ჩატარება.   ამის შემდეგ კი ცნობილი გახდება  “ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა. 

 

მისივე თქმით, გაიმართება ონლაინ კენჭისყრაც, რომელიც  პირველი ივლისიდან დაიწყება:

 

“ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება ამომრჩევლად დარეგისტრირდეს და ამის შემდგომ შეძლებს კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას”.– განაცხადა ვაშაძემ. 

 

შეგახსენებთ, რომ უკვე ცნობილია მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი. კოალიცია “ქართული ოცნების” კანდიდატი განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილია. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის( IRI) მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 41 პროცენტი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს კოალიცია “ქართული ოცნების” კანდიდატს (გიორგი მარგველაშვილი) დაუჭერს, ხოლო 11 პროცენტი – ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს. საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ცნობილი არ არის. 

მასალების გადაბეჭდვის წესი