ახალი ამბები

ბაქრაძე წამების კადრებზე: ვისთანაც მივა კვალი, უნდა დაისაჯოს

28 ივნისი, 2013 •
ბაქრაძე წამების კადრებზე: ვისთანაც მივა კვალი, უნდა დაისაჯოს

“მე მესმის, რომ უმრავლესობას აქვს ცდუნება, რომ ეს პროცესი გაიწელოს, ეს მუდმივად წამოგვაძახონ და ეს იყოს პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღი. ჩვენ ამის საპირისპიროდ გვაქვს ერთადერთი მოტივაცია და სურვილი, რაც შეიძლება სწრაფად გამოიძიონ და ვისთანაც არ უნდა მიდიოდეს კვალი, მე არ ვიძახი მხოლოდ შემსრულებლებზე, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს დაკვეთა, ნებისმიერი სახელის და გვარის ადამიანი უნდა იქნეს დასჯილი. პირადად ჩემამდე რომ მოდიოდეს, ჩემი ოჯახის წევრამდე რომ მოდიოდეს, ნებისმიერი უნდა იყოს დასჯილი და მე საჯაროდ გპირდებით, რომ არასდროს ამ ადამიანს არ დავიცავ, როგორც სამარცხვინოდ დღევანდელი ხელისუფლება ბედუკაძეს და ციხის კადრებში ნაჩვენებ ადამიანებს იცავს იმის გამო, რომ მათ პოლიტიკურად გამოადგათ ეს კადრები”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში, გადაცემა “პოზიციაში”

მასალების გადაბეჭდვის წესი