“მე მესმის, რომ უმრავლესობას აქვს ცდუნება, რომ ეს პროცესი გაიწელოს, ეს მუდმივად წამოგვაძახონ და ეს იყოს პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღი. ჩვენ ამის საპირისპიროდ გვაქვს ერთადერთი მოტივაცია და სურვილი, რაც შეიძლება სწრაფად გამოიძიონ და ვისთანაც არ უნდა მიდიოდეს კვალი, მე არ ვიძახი მხოლოდ შემსრულებლებზე, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს დაკვეთა, ნებისმიერი სახელის და გვარის ადამიანი უნდა იქნეს დასჯილი. პირადად ჩემამდე რომ მოდიოდეს, ჩემი ოჯახის წევრამდე რომ მოდიოდეს, ნებისმიერი უნდა იყოს დასჯილი და მე საჯაროდ გპირდებით, რომ არასდროს ამ ადამიანს არ დავიცავ, როგორც სამარცხვინოდ დღევანდელი ხელისუფლება ბედუკაძეს და ციხის კადრებში ნაჩვენებ ადამიანებს იცავს იმის გამო, რომ მათ პოლიტიკურად გამოადგათ ეს კადრები”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში, გადაცემა “პოზიციაში”
ბაქრაძე წამების კადრებზე: ვისთანაც მივა კვალი, უნდა დაისაჯოს
-
23.11.2026 სინდისის სამმა პატიმარმა გლდანის ციხე დატოვა -
23.11.2026 თიბისის დაუჯერებელი Black Friday -
23.11.2026 სომხეთის ახალი კონსტიტუციის პროექტი გამოქვეყნდა -
23.11.2026 ამუშავდა მანქანა, მეუფე იობს ის დააბრალეს, რაც არასდროს ყოფილა – ეპისკოპოსი საბა -
23.11.2026 პენიტენციურში ამბობენ, რომ შეწყალებული პატიმრები ციხეებს დილით დატოვებენ -
22.11.2026 სრული აკრძალვის ნაცვლად, უკეთესი გზა მკაფიო რეგულირებაა – პროფესორი ნინო მუსერიძე
