ახალი ამბები

ბოკერიას თქმით, მთავრობისგან პოლიტიკური ოპონენტების მიუღებლობა ბარიერია ნატოსკენ გზაზე

27 ივნისი, 2013 •
ბოკერიას თქმით, მთავრობისგან პოლიტიკური ოპონენტების მიუღებლობა ბარიერია ნატოსკენ გზაზე

როგორც ბოკერიამ დღეს, 27 ივნისს ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთმა დამოკიდებულებამ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით შესაძლოა დამატებითი ბარიერები შექმნას:

 

“უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში. ეს ორგანიზაცია იდგა ქართველი ხალხის გვერდში ყველა კრიტიკულ მომენტში მისი ისტორიის. ეს არის თავისუფალი ერების ოჯახი, რომლის წევრიც გახდება საქართველო. მნიშვნელოვანია ის, რაც დაინახეს მათ საქართველოში კიდევ ერთხელ, რომ მხარდაჭერა ამ კურსის არის ძალიან ძლიერი ქართულ საზოგადიებაში და ამის გამოხატულებაა სხვადასხვა, ერთმანეთისაგან განსხვავებული პოლიტიკური ძალის შესაბამისი რიტორიკა, ვგულისხმობ, ხელისუფლებას და ჩემს პოლიტიკურ ძალას, მაგრამ ნატო არ არის მარტო სამხედრო ორგანიზაცია, ეს არის გაერთიანება ღირებულებების გარშემო.

 

ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ის მოვლენები, რომლებიც საქართველოში ვითარდება: ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერის და სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატის დაკავება და მისი წინასწარ პატიმრობაში მოქცევა, დღევანდელი მოვლენები და ზოგადად დამოკიდებულება, რომელსაც პრემიერი ხშირად გამოხატავს საჯაროდ პოლიტიკური ოპონენტების მიუღებლობასთან დაკავშირებით, სერიოზული ბარიერია ამ გზაზე. ჩვენ გვაქვს სხვა ბარიერებიც, მაგრამ ამ დამოკიდებულებამ ჩვენ შეიძლება დამატებითი პრობლემები შეგვიქმნას.

 

იმედი მაქვს, რომ ეს გზავნილი გარკვევით იქნა მიღებული. დიდი იმედი მაქვს, რომ მთავრობის შიგნით იქნება დიდი დისკუსია, რათა გადახედონ ამ ძალიან სახიფათო კურსს, ეს არის სახიფათო კურსი არა რომელიმე პოლიტიკური ძალისთვის, არამედ მთელი საქართველოს განვითარებისთვის და ჩვენი მომავლისთვის”, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ათეულობით ადამიანის ქუჩაში იმ ფორმით დაკავება, როგორც ეს დღეს მოხდა თბილისის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლების შემთხვევაში, ძალიან საგანგაშო სიგნალია.

მასალების გადაბეჭდვის წესი