ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

SOCAR Tower-ის შენობა ბაქოში 416 $ მილიონი დაჯდა

7 ნოემბერი, 2017 • 2646
SOCAR Tower-ის შენობა ბაქოში 416 $ მილიონი დაჯდა

ბაქოში SOCAR Tower-ის შენობის სრული ღირებულება 416 $ მილიონია. ამის შესახებ ინფორმაცია მშენებელმა კომპანიამ, თურქულმა Tekfen-მა განაცხადა.

ჰეიდარ ალიევის პროსპექტზე მდებარე  200 მეტრი სიმაღლის 40-სართულიანი SOCAR Tower-ის მშენებლობა ოფიციალურად 2017 წლის 15 სექტემბერს დასრულდა.

“დღეს სამუშაოების 99,2%-ია შესრულებული. დანარჩენი სამუშაოების ღირებულება კი 3 $ მილიონზე მეტია”, – აცხადებენ კომპანიაში.

SOCAR Tower-ის მშენებლობა 2010 წელს დაიწყო. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დაუსრულებელი შენობა ჯერ კიდევ 2016 წელს გახსნა.

შენობა კორეულმა კომპანიამ «Heerim Architects & Planners Co. Ltd» დააპროექტა. შენობის საერთო ფართობი 5 ჰექტარია. აქ განთავსებულია 5 საკონფერენციო დარბაზი, ფიტნეს ცენტრი, რამდენიმე სასადილო, 1045 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა პარკინგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი