ახალი ამბებირეკლამა

თიბისი ბანკის მხარდაჭერით კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

6 ნოემბერი, 2017 • 1532
თიბისი ბანკის მხარდაჭერით კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

თიბისი გალერეაში მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ მონაწილეთა პროექტების გამოფენა და გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
კონკურსი წელს უკვე მეშვიდედ ჩატარდა „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ ორგანიზებით. წელს კონკურსის წარმდგენი იყო თიბისი ბანკის #1 ბარათი, რომელიც სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის შეიქმნა.
წლევანდელი კონკურსი ფონდმა 2017 წლის თებერვალში გამოაცხადა. წარდგენილი 44 განაცხადიდან კონკურსის დასკვნითი ეტაპისთვის შეირჩა 19 ნამუშევარი, რომლებიც გამოიფინა თიბისი ბანკის საგამოფენო სივრცეში. გამოფენის პარალელურად, ჩატარდა მოკლე პრეზენტაციები პროექტების შესახებ, რის შემდეგაც საკონკურსო კომისიამ გამარჯვებულები გამოავლინა.

· გრანპრის მფლობელები გახდნენ თბილისის 87-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები – პროექტით „კურკუმინის საფუძველზე ახალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მიღება“. პროექტის ავტორები გაემგზავრებიან საზღვარგარეთ შემეცნებითი ტურით.

· I ადგილი დაიკავეს და 5000 ლარის ფულადი ჯილდო ქართულ-ამერიკული სკოლა “პროგრესის“ მოსწავლეებმა მიიღეს პროექტისთვის „მანძილის მზომი რობოტი“

· II ადგილის და 3000 ლარის მფლობელები გახდნენ 165-ე საჯარო სკოლისა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის მოსწავლეები პროექტით ,,ჭკვიანი ურიკა“

· III ადგილი დაიკავეს სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესს-ის მოსწავლეებმა, პროექტისთვის – ,,უჩინარის მაჩინარი” -მოზაიკური ეკრანი ,,შლიერენის” გამოსავლენად.

საკონკურსო კომისიის მიერ გამოვლენილი გამარჯვებული პროექტების ავტორები (მხოლოდ IX-XII კლასის მოსწავლეები) საქართველოს სახელით მონაწილეობას მიიღებენ ინტელის საერთაშორისო სამეცნიერო-საინჟინრო გამოფენაზე – Intel ISEF ამერიკის შეერთებულ შტატებში.

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩის“ ადმინისტრირებას შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი 2010 წლიდან ახორციელებს. კონკურსის მიზანია მეცნიერების პოპულარიაზაცია, სამეცნიერო სფეროში ახალგაზრდა კადრების მოზიდვა, სამეცნიერო მიმართულებებით მოზარდების ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან დაინტერესება. კონკურსის დაარსებიდან დღემდე წარდგენილი 368 საკონკურსო განაცხადიდან 49 პროექტი გამარჯვებულად გამოცხადდა და გამოგონებად ჩაითვალა.
წელს კონკურსში მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები მე-7 დან 12 კლასის ჩათვლით. საკონკურსო განაცხადებიდან 20 საქართველოს რეგიონებიდან იყო წარმოდგენილი (ქუთაისი, ხაშური, ბათუმი, რუსთავი, ჩოხატაური, ახმეტა, ცაგერი), ხოლო 27 თბილისიდან. კონკურსზე 10 ექსპერტისაგან შემდგარი საკონკურსო კომისია მუშაობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი