შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ გააკეთა.

მისი განცხადებით, ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრა მიმდინარეობდა ჩვეულებრივ, რუტინულ ფორმატში: “ევროკავშირის ელჩებს მე გარკვეული პერიოდულობით ვხვდები, რასაკვირველია, წელს, როცა ვილნიუსის სამიტზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ველით, შეხვედრები არის უფრო ინტენსიური ხასიათის და ბევრ სქემაზე გვქონდა საუბარი. ვისაუბრეთ მიმდინარე პროცესებზე და ჩვენს წარმატებებზე ევროკავშირის გზაზე.”
