ახალი ამბები

ჯაბა სამუშია: ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება უნდა გასამართლდეს ამ კადრების გამო

25 ივნისი, 2013 •
ჯაბა სამუშია: ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება უნდა გასამართლდეს ამ კადრების გამო

“მე შემიძლია გითხრათ ჩემი პირადი შთაბეჭდილება, რომ ეს არის საშინელება და ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება უნდა გასამართლდეს ამ კადრების გამო. ჩემი პროფესიიდან [ისტორიკოსი] გამომდინარე, რა არ წამიკითხვას, რომელი ტირანის ისტორია არ წამიკითხავს, მაგრამ მსაგავსი რამ… ასეთი რამ თუ 21–ე საუკუნეში ხდებოდა მე…. თვალებს არ ვუჯერებდი, ისეთი რამ ვნახე.  ბედნიერია საზოგადოება იმიტომ, რომ ეს კადრები სააშკარაოზე არაა გამოტანილი. ამის ნახვა უბრალოდ არ შეიძლება”, – განაცხადა საკრებულოს წევრმა ჯაბა სამუშიამ.

 

სამუშიას თქმით, საკრებულოს წევრებმა შს სამინისტროსგან მიმდინარე გამოძიების შესახებაც მიიღეს ინფორმაცია.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 25 ივნისს შსს–ში თბილისის საკრებულოს 23 წევრს სამეგრელოში ნაპოვნ სამალავში აღმოჩენილი ვიდეომასალები აჩვენეს. საკრებულოს დეპუტატების განცხადებით, კადრების სიმძიმიდან გამომდინარე მათი ბოლომდე ნახვა ვერ მოახერხეს და ჩვენება დაგეგმილზე ადრე დასრულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი