ახალი ამბები

ნატახტარის გაუფილტრავი – ყველაფერი, რაც ლუდში ფასობს

25 ივნისი, 2013 •
ნატახტარის გაუფილტრავი – ყველაფერი, რაც ლუდში ფასობს

ნატახტარის გაუფილტრავი – ნამდვილი გაუფილტრავი ლუდია. მასში შენარჩუნებულია ყველა სასარგებლო ელემენტი, რასაც ლუდი შეიცავს და რითაც იგი ფასობს. ახასიათებს ალაოსა და სვიის ბარაქიანი არომატი, ხავერდოვანი და სასიამოვნო გემო. სითხე ბუნებრივად მღვრიე და ბლანტია, სქელი და მდგრადი ქაფით. ნატახტარის გაუფილტრავი ღრმა ხასიათის, ჯანსაღი და ბუნებრივი ლუდია.

 

მისი მოხმარების წესი შემდეგნაირია: ბოთლიდან ორი მესამედი სითხის ჩამოსხმის შემდეგ დარჩენილი ერთი მესამედი უნდა შეინჯღრეს და ისე ჩამოისხას, ასე გაუფილტრავ ლუდში გემო და არომატი ცოცხლდება. მიირთვით ლუდი ჩამოსხმიდან 10-15 წამის შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი