ახალი ამბები

ქუმსიშვილი: 2019-2020 წლებში საბაზისო პენსია 20 ლარით გაიზრდება

3 ნოემბერი, 2017 • 1610
ქუმსიშვილი: 2019-2020 წლებში საბაზისო პენსია 20 ლარით გაიზრდება

ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ინდექსაციის მეთოდით 2019-2020 წლებში საბაზისო პენსია 20 ლარით გაიზრდება.

“ძალიან მალე შემოვა საპენსიო რეფორმის კანონპროექტი, შესაბამისად, გამიზნული გვაქვს, რომ აღნიშნულ კანონში იქნება საბაზისო პენსიაზე ინდექსაციის ჩანაწერი. თუმცა, სანამ ჩვენ ინდექსაციის ჩანაწერს განვიხილავთ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2019 წელს და 2020 წელს ინდექსაციის მეთოდით 20 ლარით გაიზრდება პენსია. რამდენიმე დღის წინ დამთავრდა ადგილობრივი არჩევნები. ჩვენ არ გამოვიყენეთ პოპულისტური ხერხი და მიუხედავად იმისა, რომვიცოდით, რომ 2019-2020 წლებში 20 20 ლარით გავზრდიდით პენსიას, არ გავაკეთეთ ეს განცხადება”,- განაცხადა ქუმსიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობა საპენსიო რეფორმის განხილვას თვის ბოლოდან დაიწყებს. საპენსიო რეფორმის კონცეფციის თანახმად, დასაქმებული და დამსაქმებელი სახელმწიფო საპენსიო ფონდში ყოველთვიურად ორ-ორ პროცენტს შეიტანენ. დაგეგმილი საპენსიო რეფორმით, საწყის ეტაპზე დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩაერთვება ყველა დასაქმებული პირი.

დღეს მოქმედი საპენსიო სისტემით, ფიქსირებული პენსიების გაცემა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება. საბაზისო პენსია 180 ლარია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი