ახალი ამბები

რუსთავში ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

2 ნოემბერი, 2017 • 1902
რუსთავში ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბილბორდის ბოძს შეეჯახა. შედეგად, ავტომანქანაში მსხდომი ოთხი ადამიანი დაიღუპა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე 276-ე მუხლის მე-7- ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. კოდექსის მიხედვით, აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი