ახალი ამბები

“საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას იაპონიის მხრიდან საფრთხე არ ემუქრება”

24 ივნისი, 2013 • • 1163
“საქართველოს სუვერენიტეტის  მხარდაჭერას იაპონიის მხრიდან საფრთხე არ ემუქრება”

როგორც ცნობილია, აფხაზურმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც სოხუმში იაპონური საზოგადოებრივ–პოლიტიკური ორგანიზაცია “ისსუიკაი” ჩავიდა და დე ფაქტო ხელისუფლების ლიდერებთან შეხვედრები გამართა. 

 

“ეს, სამწუხაროდ, არის მორიგი მცდელობა იმ საოკუპაციო ძალისა, რომელიც ვერ ეგუება საერთაშორისო ასპარეზზე წარუმატებელ მცდელობებს ლეგიტიმაციის კუთხით საოკუპაციო რეჟმების და ასეთი ფსევდო ან კვაზი-უწყებეების, წარმონაქმნების თუ ერთეულების გააქტიურების გზით ცდილობს რაღაცნაირად შიდა მოხმარების ბაზაზე გარკვეული ქულების დაწერას”, – აცხადებს ჯალაღანია ზემოხსენებული ფაქტის კომენტირებისას და დასძენს, რომ აფხაზეთში აღნიშნული ორგანიზაციის ვიზიტი არაფერს ნიშნავს.

 

“ეს არის კერძო მცდელობა ამ რაღაცა ჯგუფის, რომელზედაც რაიმე სახის ინფორმაციის მოძიებაც კი რთულია. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ იაპონიის სახელმწიფო და მთავრობა უშვებს რაიმე მსგავსს ამ მხრივ. საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას იაპონიის მხრიდან არაფერი საფრთხე არ ემუქრება. უბრალოდ, არასასიამოვნო ფაქტია, როდესაც კერძო სექტორის წარმომადგენლები ანგარიშს არ უწევენ თავიანთი მთავრობის, პოლიტიკური ელიტის პოზიციას და არალეგალური საქმიანობის ინიციატორებად ან თანამონაწილეებად გვევლინებიან, რაც არა მგონია, მთთვისაც სასარგებლო იყოს”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

 

აფხაზური მედიის ცნობით, აღნიშნული იაპონური ორგანიზაცია სოხუმს უკვე მესამედ ეწვია და ადგილობრივ “ხელისუფლებას” მხარდაჭერა გამოუცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი