ახალი ამბები

შს მინისტრი “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობას არ აპირებს

21 ივნისი, 2013 • • 976
შს მინისტრი “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობას არ აპირებს

მან ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი2″–ის გადაცემა “პოზიციაში” განაცხადა.

 

მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრების გამოძიების პროცესში ჩართვა ნიშნავს იმას, რომ საკუთარი საქმე დამნაშავემ გამოიძიოს: 

 

“ეს ადამიანები იყვნენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები და ძალიან კომფორტულად გრძნობდნენ თავს. დარწმუნებული ვარ, ბევრმა მათგანმა იცოდა, რა ხდებოდა ციხეებში, პოლიციაში და, შესაბამისად, მათ არ აქვთ მორალური უფლება გამოძიებაში ჩაერთონ. ეს სასაცილოა. ეს იგივეა, დამნაშავეს გამოაძიებინო საკუთარი საქმე. გამოძიებას არ სჭირდება მათთან თანამშრომლობა, რაში უნდა გამოგვადგნენ ისინი”.

 

ღარიბაშვილის თქმით, მას გამოძიების პროცესში “ნაციონალური მოძრაობის” წევრების ჩართვა ერთადერთ შემთხვევაში წარმოუდგენია – თუ გამოიკვეთება რომელიმეს ბრალეულობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი