“მივმართავ ქართული წარმოშობის ამერიკელებს: თქვენ შეგიძლიათ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულოთ ორ ქვეყანას შორის ხიდების აგებაში, ვინაიდან აშშ-ში არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოში უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებს აკვირდებიან და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ საქართველოს სურვილს, რომ გააგრძელოს მან დემოკრატიული კუთხით სვლა. ზოგიერთ შემთხვევაში კი საქართველოში აყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ ამერიკელების შესაძლებლობას, სწორად გაიგონ საქართველოში მიმდინარე პროცესები. სინამდვილეში, ის, რაც მათ სურთ, ეს არის ქვეყანაში კანონის უზენაესობის ზრდა. მტკიცედ მჯერა, რომ ორივე შემთხვევაში არ უნდა დაისვას ასეთი კითხვები, ვინაიდან საქართველო კვლავ ერთგული რჩება დემოკრატიული გზის”, – ეს განცხადება აშშ-ის ელჩმა დღეს “შერატონ მეტეხი პალასში” სამედიცინო კონფერენციის გახსნის დროს გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა აშშ-ის კონგრესის განცხადება, რომელშიც საქართველოში მაღალჩინოსნების დაკავება შეფასებულია, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული. აღნიშნულ განცხადებას საქართველოში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.