ახალი ამბები

გოცირიძე: საკონსტიტუციო ცვლილებები ინდურ სერიალებს დაემსგავსა

30 ოქტომბერი, 2017 • 2087
გოცირიძე: საკონსტიტუციო ცვლილებები ინდურ სერიალებს დაემსგავსა

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე ამბობს, რომ არ ჩაერთვებიან საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, რომელიც, უმრავლესობს მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების შემდეგ უნდა შეიქმნას.

30 ოქტომბერს ნეტგაზეთთან საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიას ჰქოდა გაცილებით მეტი შენიშვნა, ვიდრე ის შენიშვნები, რომლის კონსტიტუციაში შეტანასაც უმრავლესობა აპირებს.

“საკონსტიტუციო ცვლილებები ინდურ სერიალებს დაემსგავსა. მთელი წლის განმავლობაში ვუყურებდით ტრაგიკომედიას, დამთარდა ერთი სეზონი და ახლა გახსნეს მეორე სეზონი. ეს სერიალი კიდევ გაგრძელდება, რომლის მთავარი მიზანი ხელისუფლების მხრიდან არის მოსახლეობის მოტყუება, თითქოსდა ხდება ამ გაუარესებული კონსტიტუციის გაკეთილშობილება… ეს კომისია, ისევე, როგორც წინა კომისია, არის ფარსი. ჩვენ დავინახეთ, რომ ფაქტობრვად, იმ კომისიამ ვერავითარი შედეგი ვერ გამოიღო. სახალხო განხილვების მიუხედავად, განხილვებში მიღებული კონსტიტუცია, ფაქტობრივად, შეცვალეს და განსხვავებული ვარიანტი წარმოადგინეს. ამიტომ, ჩვენ არ მივცემთ საშუალებას, ჩვენი თავი გამოვაყენებინოთ ამ სიცრუის სერიალში მონაწიელობის მისაღებად. ამ კომისიის მუშაობაში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ,” – განაცხადა რომან გორიციძემ

როგორ მოიქცევა ფრაქცია, როდესაც კონსტიტუციის ახალი პროექტის საპარლამენტო განხილვები დაიწყება, რომან გოცირიძე ამ საკითხზე აბობს, რომ ინფორმაცია არ აქვს.


საკონსტიტუციო ცვლილებების პროქტი საქართველოს პარლამენტმა, საკონსტიტუციო უმრავლესობით, ოპოზიციის ხმების გარეშე, ორი მოსმენით 2017 წლის ივნისში მიიღო. ხელისუფლებამ ოპოზიციასთან დიალოგის განახლების მცდელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსენსუსის არარსებობით და შექმნილ ვითარებას კრიზისიც უწოდა.  ბუკიკიოს მოწოდების მიუხედვად დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ვერ შედგა. ამ მიზნით სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრაც კი ჩაიშალა, რომელსაც ორგანიზებას ვენეციის კომისია უწევდა.

მესამე მოსმენით 26 სექტემბერს მიიღო. კონსტიტუციას მხარი საპარლამენტო უმრავლესობამ – 117-მა დეპუტატმა დაუჭირა, ოპოზიციამ ამ პროცესს კვლავ ბოიკოტი გამოუცხადა.

ამის შემდეგ დაიწყო სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების კონსულტაციები პრეზიდენტთან საკითხებზე, თუ რა უნდა ასახულიყო პრეზიდენტის ვეტოს მოტივირებულ შენიშვნებში. პრეზდენტმა კონსტიტუციას ვეტო 9 ოქტომბერს დაადო და მოტივირებულ შენიშვნებში ასახა ის ოთხი პუნქტო, რომელზეც “ქართულ ოცნებას” გაცხადებული ჰქონდა, რომ ცვლილებებს შეიტანდა. ასევე. პრეზიდენტმა მოტივირებულ შენიშვნებში ასახა კიდევ ორი პუნქტი, რომელიც ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო. ეს ორი ცვლილება იყო პროპორციული საარჩევნო სისტემის  2020 წლის არჩევნებზე ამოქმედება და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა.

შეთანხმებული ოთხი საკითხის გარდა პრეზიდენტის მიერ ვეტოში სხვა საკითხების დამატება მიუღებელი აღმოჩნდა უმრავლესობისთვის. მათ პრეზიდენტის ვეტო დაძლიეს და განაცხადეს, რომ ისინი თავიდან წამოიწყებდნენ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს და ასე შეიტანდნენ კონსტიტუციაში ამ ოთხ ცვლილებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი